Accessibility links

საქართველოს სამხედრო მისიას ავღანეთში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ახალი უფროსი წარმომადგენელი ჰყავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტიდან პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ შეცვალა. ახალი სამხედრო წარმომადგენელი უკვე ესტუმრა ყველა იმ ბაზას, სადაც "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში ქართული ქვედანაყოფები არიან დისლოცირებული, მათ შორისაა ბალხის პროვინციაში ბაზა "მარმალი", სადაც 32-ე ბატალიონის "ბრავო" ასეულია დისლოცირებული. მაზარ-ი-შარიფში ბაზა "მარმალზე" კი პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, მთავარი სერჟანტი ლევან ჯავახიშვილი და 32-ე ბატალიონის "ბრავო" ასეულის მეთაური, მაიორი ლევან შუბითიძე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს შეხვდნენ და მისგან რეგიონში შექმნილი ვითარების ანალიზი მოისმინეს. შეხვედრაზე გერმანელმა გენერალმა ხაზი გაუსვა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს და საპასუხისმგებლო მისიაში კვალიფიციური სამხედროების მივლინებისთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალების გენერალურ შტაბს მადლობა გადაუხადა.

XS
SM
MD
LG