Accessibility links

logo-print

ავტოავარიაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა


გორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,ხუთმა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაღუპული 41 წლის კაპრალი, შეიარაღებული ძალების V ბრიგადაში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცი შვებულებაში იმყოფებოდა და თავის სოფელში, რუისში მიემგზავრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსის" ახალი ამბების სააგენტოს განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. 17 მარტს გორთან ახლოს ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. გამოძიება ადგენს ხომ არ ჰქონდა ადგილი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG