Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის პოლიციამ დაჭრა პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი


ბელგიიდან გავრცელებული ცნობებით, ბრიუსელის გარეუბან მოლენბეკში პოლიციამ ჩაატარა ანტიტერორისტული ოპერაცია. იუწყებიან, რომ სროლის შედეგად დაჭრილია ორი კაცი. მათ შორის უნდა იყოს სალაჰ აბდესლამი, ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი გასული წლის ნოემბერში პარიზში მოწყობილ ტერაქტებში, რომელთა დროსაც 130 კაცი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, აბდესლამის თითების ანაბეჭდი აღმოჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, რომელშიც პოლიციამ კვირას მოაწყო რეიდი. 26 წლის სავარაუდო ტერორისტი, რომელიც პარიზში მოწყობილ თავდასხმებამდე მოლენბეკში ცხოვრობდა, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და მთავარ როლს ასრულებდა ნოემბრის თავდასხმის ლოგისტიკურ უზრუნველყოფაში.

XS
SM
MD
LG