Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი „ისტორიულს“ უწოდებს მიგრანტთა თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ „ისტორიული დღე“ უწოდა 17 მარტს, როდესაც ევროკავშირმა და თურქეთმა ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ევროპაში მიგრანტთა კრიზისის შემსუბუქებას ითვალისწინებს. „დღეს თვალსაჩინო გახდა, რომ თურქეთსა და ევროკავშირის აქვს ერთნაირი ბედი, ერთნაირი გამოწვევები და ერთნაირი მომავალი“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. შეთანხმებული გეგმის თანახმად, რომელიც 20 მარტიდან ამოქმედდება, თურქეთი საბერძნეთიდან უკან დააბრუნებს იმ მიგრანტებს, რომლებსაც უარს ეტყვიან ევროპაში თავშესაფრის მიღებაზე. სანაცვლოდ, ევროკავშირის ქვეყნები ახალ საცხოვრებელ ადგილებში დაასახლებენ იმ დევნილებს, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან. შეთანხმების მიხედვით თურქეთი მიიღებს ფინანსურ დახმარებას და დაჩქარდება მოლაპარაკებები ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე.

XS
SM
MD
LG