Accessibility links

რუსეთში ავიაკატასტროფას შეეწირა 62 ადამიანი


სამხრეთ რუსეთში, დონის როსტოვის აეროპორტში დაფრენისას ჩამოვარდა და დაიწვა დუბაის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა. კატასტროფა მოხდა 19 მარტს, დილით ადრე. ოფიციალური ცნობებით, ბოინგი 737-800 დუბაიდან მოფრინავდა. საგანგებო ვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 55 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი. კატასტროფის შესაძლო მიზეზებად ასახელებენ ტექნიკურ პრობლემებს, ეკიპაჟის შეცდომას, უამინდობას, ან ამ სამივე ფაქტორის კომბინაციას. ერთ-ერთი ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, ტერორიზმი „ნაკლებად სავარაუდოა და ის უნდა გამოირიცხოს კიდეც“. ნაპოვნია თვითმფრინავის ჩანაწერები. როგორც იუწყებიან, კატასტროფამდე ეკიპაჟს პრობლემის შესახებ არ განუცხადებია. ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომ დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა პირი და დასძინა, რომ მსხვერპლთა შორის ოთხი ბავშვია.

XS
SM
MD
LG