Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ქალაქებში გაიმართა კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქციები


საქართველოს ქალაქებში გაიმართა კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქციები, რომელიც კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული. მონაწილეებმა გააპროტესტეს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელება და მთავრობისგან ეფექტიანი გამოძიება მოითხოვეს. თბილისში აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „ისმინეთ ჩვენი ხმა, ნუ გვისმენთ“, „მე არ მეხება სხვისი პირადი ცხოვრება, მაგრამ მეხება ის, რომ მას ჩემი რეაქციით აშინებენ“, „უკანონო მოსმენები დაკანონდა“. მსვლელობა დაიძრა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან, მთავრობის კანცელარიის მიმართულებით. ინტერნეტით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. საქმეს იძიებს პროკურატურა, საქართველომ გამოძიებაში დახმარებისთვის აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს, FBI-საც მიმართა. ამავე კვირაში გამოქვეყნდა სხვა ჩანაწერიც, რომელიც შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მუქარას კონკრეტული პოლიტიკოსების და ჟურნალისტის მისამართით.

XS
SM
MD
LG