Accessibility links

logo-print

პარიზის თავდასხმების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი საავადმყოფოდან გამოწერეს


პირი, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზში ნოემბერში მომხდარი ტერორისტულ თავდასხმების ორგანიზებაში გამოწერეს ბელგიის ერთ-ერთი საავადმყოფოდან და მას მალე საფრანგეთში გადაიყვანენ. პარიზის თავდასხმებს ემსხვერპლა 130 ადამიანი. 26 წლის ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი, ბელგიის პოლიციამ დაკითხა 19 მარტს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ის მსუბუქად დაიჭრა საპოლიციო ოპერაციის შედეგად. ბელგიის ერთ-ერთმა პროკურორმა სააგენტო „ასოშიეტედ პრესს“ უთხრა, თუ აბდესლამი ბელგიის პოლიციასთან თანამშრომლობას დაიწყებს, შესაძლოა გადაიდოს მისი საფრანგეთში ექსტრადიციაო. „თუმცა ადრე თუ გვიან, მას გადაიყვანენ საფრანგეთში“, ამბობს პროკურორი ერიკ ვან დერ სიპტი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტის, ბერნარ კაზნევის თქმით, აბდესლამის და კიდევ ოთხი ეჭვმიტანილის დაპატიმრება „დიდი დარტყმაა“ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელზე ევროპაში. თავისუფალი რჩება პარიზის თავდასხმების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მხოლოდ ერთი პირი, მოჰამედ აბრინი. კაზნევის თქმით, მიმდინარე წელს საფრანგეთში დააპატიმრეს 74 პირი, რომლებსაც „კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ მოქმედებებთან“.

XS
SM
MD
LG