Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს გარშემო ქალაქები სინათლეს აქრობენ „დედამიწის საათის“ აღსანიშნავად


მსოფლიოს გარშემო ქალაქები ერთი მეორის მიყოლებით, ერთი საათით აქრობენ სინათლეს მნიშვნელოვან შენობებზე, რათა მონაწილეობა მიიღონ „დედამიწის საათის“ სახელით ცნობილ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების ინფორმირებას ენერგიის ზედმეტი ხარჯვის და კლიმატური ცვლილებების შესახებ. კამპანიის აღნიშვნა ავსტრალიაში, სიდნეის ოპერის თეატრით დაიწყო, რომელიც ერთი საათით ჩაბნელდა. როგორც ვარაუდობენ, წელს ამ კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს მილიონობით ადამიანი, 178 ქვეყანაში. დროებით ჩაბნელდება 359 ცნობილი ნაგებობა, პარიზის ეიფელის კოშკის ჩათვლით. სინათლის სიმბოლურად ჩაქრობის ფორმით კამპანიის გამართვის იდეა 2007 წელს გაჩნდა ავსტრალიაში და მას შემდეგ კამპანიამ დიდი მასშტაბი მიიღო. კამპანიას თბილისიც უერთდება, განათების ჩაქრობით სამთავრობო შენობებზე და ისტორიული ნაგებობების ფასადებზე. გასულ თვეში გლობალური ტემპერატურა 1,35 გრადუსი ცელსიუსით აჭარბებდა თებერვლისთვის ნორმად მიჩნეულ მონაცემს, რაც 1951-80 წლების მაჩვენებლებთან მიმართებით ტემპერატურის სიჭარბის უდიდესი მონაცემია ნებისმიერი თვისთვის. ეს ცნობა გაავრცელა აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ, ნასამ.

XS
SM
MD
LG