Accessibility links

logo-print

რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-მა უფრო მეტი უნდა გააკეთოს სირიაში ზავისთვის


რუსეთის განცხადებით, ვაშინგტონმა მეტი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ სირიაში შეწყდეს საომარი მოქმედებები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 მარტს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად „მთავრობისდა ოპოზიციის ძალებს შორის საზავო რეჟიმი საერთო ჯამში შენარჩუნებულია სირიის ტერიტორიაზე“. თუმცა, სამინისტრო აცხადებს, რომ ჰომსის რეგიონში ოპოზიციის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს სამთავრობო პოზიციებს, რასაც ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა. განცხადებაში გაკრიტიკებულია აშშ, იმისთვის, რომ, ტექსტის თანახმად, ვაშინგტონმა ვერ შესძლო მეამბოხე მებრძოლების შეკავება. ვაშინგტონისგან საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. ზავმა, რომელიც სირიაში სამი კვირის წინ ამოქმედდა, შეამცირა ძალადობის მასშტაბი, თუმცა საბრძოლო მოქმედებები სრულად არ შეწყვეტილა იმ ფონზე, როცა ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკება მიმდინარეობს. საზავო შეთანხმება, რომელიც 11 თებერვალს, მიუნხენში შეიმუშავეს აშშ-მა, რუსეთმა და სხვა ძალებმა, არ მოიცავს ალ-ყაიდას ან „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს.

XS
SM
MD
LG