Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია


ყაზახეთში მიმდინარეობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც, გავრცელებული მოლოდინით, ყაზახეთის მმართველი პარტია შეინარჩუნებს კონტროლს პარლამენტის ქვედა პალატაზე. პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის პარტიას არ ჰყავს რეალური კონკურენტი მანდატების მოსაპოვებლად 107 ადგილიან ქვედა პალატაში. ანალიტიკოსების აზრით, ყურადღების ცენტრში მოექცევა პრეზიდენტის ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა, რომელიც ვიცე-პრემიერია და კანდიდატების პარტიულ სიაშიც არის. თუ ის მთავრობას დატოვებს, შესაძლოა ქვედა პალატის სპიკერი გახდეს, რაც გაამყარებს მის პოზიციებს 75 წლის მამის შემცვლელის რანგში. ნაზარბაევი ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას 1989 წლიდან მართავს და ქვეყანაში მის კრიტიკოსებს სამოქმედო სივრცე მნიშვნელოვნად აქვთ შეზღუდული. ნაზარბაევმა ვადამდელი არჩევნები იანვარში დანიშნა, როგორც ვარაუდობენ იმ გათვლით, რომ წლის განმავლობაში შეიძლებოდა ქვეყნის ეკონომიკაში გაუარესების ტენდენცია გამოკვეთილიყო. მაგრამ მას შემდეგ ყაზახეთის მთავარი საექსპორტო მასალის, ნავთობის ფასმა მოიმატა, ბარელზე 30 დოლარზე ნაკლებიდან ახლა ის 40 დოლარს აჭარბებს. ეროვნულმა ვალუტამ, ტენგემ, რომელმაც ხუთ თვეში დოლართან მიმართებით ღირებულების ნახევარი დაკარგა, იმავე პერიოდში 10 პროცენტზე მეტით მოიმატა.

XS
SM
MD
LG