Accessibility links

logo-print

თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ ადანაშაულებს სტამბოლის თავდასხმაში


თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თვითმკვლელ მოიერიშეს, რომელმაც 19 მარტს სტამბოლში თავდასხმა მოაწყო, ექსტრემისტულ ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჰქონდა კავშირი. მინისტრ ეფკან ალას განცხადებით, თავდამსხმელი იყო თურქეთის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მეჰმეტ ოზტურკი. დაკავებულია 19 მარტის თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი პირი. თავდასხმას, რომელიც ქალაქის ცენტრში მოხდა, ემსხვერპლა სულ მცირე ოთხი ადამიანი, დაიჭრა სულ მცირე 36 პირი. დაღუპულია სავარაუდო თავდამსხმელიც. ალას განცხადებით, ოზტურკი არ იყო ძებნილთა სიაში. მინისტრმა დაიცვა ხელისუფლება იმ კრიტიკის პასუხად, რომლის თანახმადაც ქვეყანა ვერ უმკლავდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ივლისის შემდეგ თურქეთში ექვსი მასშტაბური თავდასხმა მოხდა, რომლებსაც ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG