Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ლიდერები განსხვავებული ეკონომიკური პროგნოზებით გამოდიან ირანული ახალი წლისთვის


ირანის ორი ყველაზე ძლიერი ლიდერი განსხვავებული პროგნოზებით გამოდის ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებით, სიტყვებში, რომლებიც მათ წარმოთქვეს 20 მარტს, სპარსული ახალი წლის, ნოვრუზის აღსანიშნავად. უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გამოვიდა საკუთარ ძალებზე დაყრდნობის მოწოდებით, მაშინ, როცა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდისთვის მთავარი ფაქტორი სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა იქნება. ხამენეის თქმით, უცხოური ინვესტიციები ქვეყანას მხოლოდ მაშინ წაადგება, თუ მათ შიდა მრეწველობის განვითარებას მოახმარენ. სხვა გამოსვლაში, რომელიც ხამენეის სიტყვის შემდეგ გადაიცა ტელევიზიით, როჰანიმ თქვა „ქვეყნის შიგნით თანამშრომლობით და ძალისხმევით და მსოფლიოსთან კონსტრუქციული კავშირებით ჩვენი ეკონომიკა შესძლებს აყვავებას და განვითარებასო“. იანვარში მოიხსნა ირანისთვის ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული ყველა საერთაშორისო სანქცია, იმ ისტორიული შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც თეირანმა და მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა 2015 წლის ივლისში მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG