Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე, 13 სტუდენტი ემსხვერპლა ავტობუსის ავარიას ესპანეთში


სულ მცირე, 13 სტუდენტი დაიღუპა ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, ავტობუსის ავარიის შედეგად. ავტობუსმა, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტები ისხდნენ, სულ 56 მგზავრი, ვალენსიასა და ბარსელონას შორის გზატკეცილზე განიცადა ავარია და გადაბრუნდა. სტუდენტების ნაწილი ერასმუსის პროგრამით იყო ესპანეთში, ისინი ვალენსიაში ტრადიციულ ფესტივალს დაესწრნენ და ბარსელონაში ბრუნდებოდნენ. საავადმყოფოში გადაყვანილია 30 დაშავებული სტუდენტი. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცოცხალი გადარჩა მძღოლი, რომელიც პოლიციის ადგილობრივ სადგურზე წაიყვანეს.სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მონაცემებით დაღუპულ ან დაშავებულ სტუდენტებს შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

XS
SM
MD
LG