Accessibility links

სტამბოლში გაუქმდა საფეხბურთო მატჩი, თურქეთი თავდასხმაში „ისლამურ სახელმწიფოს“ ადანაშაულებს


სტამბოლში გაუქმდა მატჩი, რომელიც ორ ადგილობრივ საფეხბურთო გუნდს შორის 20 მარტისთვის იყო დანიშნული. სტადიონიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაცია, მას შემდეგ, რაც ქალაქის მმართველებმა განაცხადეს, რომ მოიპოვეს „სერიოზული ცნობები“ პოტენციური თავდასხმის შესახებ. ერთი დღით ადრე სტამბოლის ცენტრში თავდასხმა მოაწყო თვითმკვლელმა მოიერიშემ, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ათობით პირი დაიჭრა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თვითმკვლელ მოიერიშეს ექსტრემისტულ ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჰქონდა კავშირი. მინისტრ ეფკან ალას განცხადებით, თავდამსხმელი იყო თურქეთის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მეჰმეტ ოზტურკი. დაკავებულია 19 მარტის თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი პირი. ალას განცხადებით, ოზტურკი არ იყო ძებნილთა სიაში. მინისტრმა დაიცვა ხელისუფლება იმ კრიტიკის პასუხად, რომლის თანახმადაც ქვეყანა ვერ უმკლავდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ივლისის შემდეგ თურქეთში ექვსი მასშტაბური თავდასხმა მოხდა, რომლებსაც ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG