Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალსტრომი


თბილისში იმყოფება ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალსტრომი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელებენ. 15 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაიწყება პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ევროკომისრის სესილია მალსტრომის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. 16 საათზე სესილია მალსტრომი და გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-ევროკავშირისბიზნეს-საბჭოს წევრებს შეხვდებიან. თბილისში ვიზიტისას ევროკომისარი სესილია მალსტრომი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსაც.

XS
SM
MD
LG