Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის საქალაქო სასამართლომ დაიწყო განაჩენის გამოცხადება ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე


რუსეთის როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლომ დაიწყო განაჩენის გამოცხადება უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე. სავჩენკოს ბრალად ედება მონაწილეობა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ლუგანსკთან, 2014 წლის ზაფხულში. საბრალდებო დასკვნის კითხვისას, მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, ლეონიდ სტეპანენკომ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ „ჩაიდინა კორნელიუკისა და ვოლოშინის მკვლელობა პირთა ჯგუფთან წინასწარი მოლაპარაკების გზით, ზიზღისა და მტრობის მოტივით“. გარდა ამისა, განაჩენის თანახმად, ბრალდებულმა უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის საზღვარი. ვარაუდობენ, რომ განაჩენის კითხვა ორ დღეს გასტანს და სასჯელს სასამართლო მხოლოდ სხდომის დასასრულს გამოაცხადებს. პროკურატურა სავჩენკოსთვის 23-წლიან პატიმრობას ითხოვს, დაცვა - მის სრულ გამართლებას. სავჩენკო თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დონეცკში, სადაც სასამართლო მიმდინარეობს გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები: სასამართლოს მეზობელი შენობების სახურავებზე მორიგეობენ სნაიპერები, ჩხრეკას ატარებენ სახლების სხვენებსა და სადარბაზოებში, ქუჩაში მორიგეობენ პოლიციის საგანგებო რაზმები.

XS
SM
MD
LG