Accessibility links

logo-print

მოსკოვი გამოთქვამს მოწოდებას სირიის საკითხზე საგანგებო შეხვედრის გამართვისკენ


რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა გამოთქვამს მოწოდებას, გაიმართოს შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლებთან, რათა შემუშავებულ იქნეს მექანიზმი სირიაში მიღწეული საზავო შეთანხმების შესრულების გასაკონტროლებლად. დღეს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ „შეთანხმებული წესების შემდგომი გადადება დაუშვებელია, რადგან სირიაში ყოველდღე იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. განცხადების თანახმად, მოსკოვი ერთპიროვნულად იმოქმედებს, თუ მის მოწოდებას 22 მარტამდე არ გამოეხმაურებიან.

XS
SM
MD
LG