Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავჩენკოს სასამართლოზე არ შეუშვეს უკრაინის დელეგაცია


რუსეთის როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს დაიწყო განაჩენის გამოცხადება უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე, შესვენების შემდეგ არ შეუშვეს უკრაინის დელეგაცია. როგორც დელეგაციის წევრი, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო იუწყება, დარბაზში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აღარ შეუშვეს აღარც თავად ის, და არც უკრაინის პარლამენტის დეპუტატები. შესვენებამდე ცეგოლკო გააფრთხილეს იმისთვის, რომ მან ფოტოს გადაღება სცადა. სავჩენკოს ბრალად ედება მონაწილეობა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ლუგანსკთან, 2014 წლის ზაფხულში. ვარაუდობენ, რომ განაჩენის კითხვა ორ დღეს გასტანს და სასჯელს სასამართლო მხოლოდ სხდომის დასასრულს გამოაცხადებს. პროკურატურა სავჩენკოსთვის 23-წლიან პატიმრობას ითხოვს, დაცვა - მის სრულ გამართლებას. სავჩენკო თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დონეცკში, სადაც სასამართლო მიმდინარეობს გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები: სასამართლოს მეზობელი შენობების სახურავებზე მორიგეობენ სნაიპერები, ჩხრეკას ატარებენ სახლების სხვენებსა და სადარბაზოებში, ქუჩაში მორიგეობენ პოლიციის საგანგებო რაზმები.

XS
SM
MD
LG