Accessibility links

ბარაკ ობამა კუბაში ხვდება ამ ქვეყნის პრეზიდენტს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც ისტორიული ვიზიტით ეწვია კუბას, ხვდება ამ ქვეყნის პრეზიდენტს, რაულ კასტროს. ობამას სტუმრობა არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბოლო 88 წლის განმავლობაში და მიჩნეულია წინგადადგმულ ნაბიჯად ცივი ომის დროინდელ მეტოქესთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. აშშ-კუბის ურთიერთობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოჰყვა 1959 წლის რევოლუციას, რომელსაც სათავეში ედგა ამჟამინდელი პრეზიდენეტის უფროსი ძმა, ფიდელ კასტრო. კუბაში ობამას 48-საათიანი ვიზიტი მოჰყვა 15 თვის წინ გადადგმულ ნაბიჯს კუბასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით. აშშ-ის პრეზიდენტს ჰავანის აეროპორტში დახვდა კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგეს პარილია, რის შემდეგაც ობამა ჯერ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა და ჰავანაში ფეხით გაისეირნა, ძლიერი წვიმის მიუხედავად. დაგეგმილია აგრეთვე კუბელ დისიდენტებთან მისი შეხვედრა.

XS
SM
MD
LG