Accessibility links

logo-print

ეუთო: ყაზახეთის არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს


ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს. ეუთოს წარმომადგენელმა, მარიეტა ტიდეიმ, 21 მარტს გამოაცხდა, რომ „ყაზახეთს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე შეასრულებდეს არჩევნების საკითხში ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა აღინიშნა გარკვეული პროგრესი“. ყაზახეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის პარტია „ნურ ოთანს“ ერგო ხმების 82,15% 20 მარტს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად. წინასწარი შედეგებით, პარლამენტში მოსახვედრად აკუცილებელი 7%-ანი ზღვარი გადალახა კიდევ ორმა პარტიამ. ორივე ნაზარბაევის მოკავშირეა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთში არ ჩატარებულა არჩევნები, რომელთაც დასავლეთის ქვეყნები თავისუფლად, ან სამართლიანად მიიჩნევდნენ.

XS
SM
MD
LG