Accessibility links

logo-print

სავჩენკო აპირებს, უარყოს ნებისმიერი ვერდიქტი, რომელსაც რუსეთის სასამართლო გამოუტანს


უკრაინელი მფრინავის, ნადია სავჩენკოს ადვოკატის თქმით, სავჩენკო აპირებს უარყოს ნებისმიერი ვერდიქტი, რომელსაც მას რუსეთის სასამართლო გამოუტანს მკვლელობაში ბრალდების საფუძველზე. ბრალდების მხარე მოითხოვს სავჩენკოსათვის 23 წლით პატიმრობის მისჯას აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო ბრალდებას უარყოფს. სასამართლომ 21 მარტს დაიწყო განაჩენის კითხვა, რაც, სავარაუდოდ, ორი დღე გასტანს. რუსეთში, დონის როსტოვის ოლქში მდებარე მომცრო ქალაქ დონეცკში მოსამართლის მიერ ვერდიქტის კითხვის დაწყებამდე, სავჩენკომ გამოაცხადა, რომ სანამ რუსეთშია, არავის და არაფრის სჯერა. სავჩენკოს განაჩენი ოფიციალურად არ ჩაითვლება, სანამ მოსამართლე არ დაასრულებს მის კითხვას. ამასთან, ტექსტის უკვე წაკითხული ნაწილი დამნაშავედ ცნობაზე მიანიშნებს: სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარემ ლეონიდ სტეპანანეკომ როგორც აღნიშნა, განსასჯელმა „სიძულვილისა და მტრობის მოტივით“ წინასწარგანზრახვით ჩაიდინა ორი ჟურნალისტის მკვლელობა.

XS
SM
MD
LG