Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი აქებს ახალ ეტაპს კუბასთან ურთიერთობაში


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც ისტორიული ვიზიტით ეწვია კუბას, შეაქო ახალი ეტაპი ორმხრივ ურთიერთობაში რამდენიმე ათწლეულის დაპირისპირების შემდეგ. ობამას თქმით, „კუბის ბედს არ გადაწყვეტს არც შეერთებული შტატები და არც რომელიმე სხვა ქვეყანა“. ამასთან, ობამამ კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროსთან ჰავანაში შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ კვლავაც აიმაღლებს ხმას დემოკრატიის დასაცავად, თუმცა ყურადღებას გაამახვილებს მომავალზე და არა წარსულზე. თავის მხრივ, რაულ კასტრომ თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის „ძირეული სხვაობა“ არსად გაქრება, თუმცა ის პირობას დებს, რომ იმუშავებს საკითხებზე, რომლებიც ორ ქვეყანას ერთმანეთთან აახლოვებს. ობამას სტუმრობა არის კუბაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბოლო 88 წლის განმავლობაში და მიჩნეულია წინგადადგმულ ნაბიჯად ცივი ომის დროინდელ მეტოქესთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. აშშ-კუბის ურთიერთობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოჰყვა 1959 წლის რევოლუციას, რომელსაც სათავეში ედგა ფიდელ კასტრო, ამჟამინდელი პრეზიდენტის უფროსი ძმა. ობამას 48-საათიანი ვიზიტი მოჰყვა 15 თვის წინ გადადგმულ ნაბიჯს კუბასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG