Accessibility links

logo-print

ნიდერლანდების სამეფომ საქართველოს გადასცა ძებნილი გიორგი დგებუაძე


ნიდერლანდების სამეფომ საქართველოს გადასცა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ძებნილი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა." მისი ექსტრადიცია გამთენიისას განხორციელდა. პროკურატურის ინფორმაციით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლიდან ძებნილი გიორგი დგებუაძე ნიდერლანდებში 2014 წელს დააკავეს და მისი ექსტრადიცია საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით და ნიდერლანდების კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. პროკურატურის ინფორმაციით, საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, დანაშაულის სხვა თანამონაწილეთა მიმართ კი უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მთავარი პროკურატურის ცნობითვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიროგი დგებუაძეს პატიმრობა დაუსწრებლად უკვე შეფარდებული აქვს და ამჯერად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობით გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG