Accessibility links

მინსკში გაიმართა ბელორუსიისა და საქართველოს ლიდერთა შეხვედრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბელორუსიას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კვირიკაშვილი მინსკში შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი და იმსჯელეს ორმხრივ თანამშრომლობაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში, გამოთქვეს კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის განმტკიცების იმედი. საუბარი შეეხო, აგრეთვე, ტურიზმის განვითარების საკითხებს. დაგეგმილია ლუკაშენკოსა და კვირიკაშვილის მონაწილეობა საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმში. დღესვე გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ბელორუსიის პრემიერ-მინისტრს ანდრეი კობიაკოვს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. ბელორუსიაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 23 მარტს დასრულდება.

XS
SM
MD
LG