Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში აფეთქებებს ემსხვერპლა სულ ცოტა 33 ადამიანი


გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა 33 ადამიანი დაიღუპა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს სისტემაში მომხდარი აფეთქებების შედეგად. 22 მარტს, დილით ორი აფეთქება მოხდა „ზავენტემის“ აეროპორტის გამგზავრების დარბაზში. ამას მოჰყვა აფეთქება „მაალბეკის“ მეტროსადგურში, ევროკავშირის უწყებების შენობებთან ახლოს. ბრიუსელის მერმა განაცხადა, რომ სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა მეტროში აფეთქების შედეგად. მედია იუწყება, რომ 13 ადამიანი დაიღუპა აეროპორტში. ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელის მიერ იყო მოწყობილი. აეროპორტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბრიუსელში გაჩერებულია. ევროპის და არა მხოლოდ ევროპის ქვეყნების მთავრობებმა გააძლიერეს აეროპორტებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების კონტროლი.

XS
SM
MD
LG