Accessibility links

logo-print

რუსეთის სასამართლომ სავჩენკოს 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა


როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინელ მფრინავ ქალ ნადეჟდა სავჩენკოს, რომელიც სასამართლო კოლეგიამ დამნაშავედ სცნო ორი რუსი ჟურნალისტის იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოშინის მკვლელობაში. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარემ ლეონიდ სტეპანანეკომ როგორც აღნიშნა, განსასჯელმა „სიძულვილისა და მტრობის მოტივით“ წინასწარგანზრახვით ჩაიდინა ორი ჟურნალისტის მკვლელობა. განაჩენის გამოცხადებას სავჩენკო უკრაინული ხალხური პატრიოტული სიმღერის შესრულებით შეხვდა. სავჩენკო თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.უკრაინელი მფრინავი აცხადებს, რომ 2014 წლის ივნისში შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ, შემდეგ კი უკანონოდ ჩაიყვანეს რუსეთში. ნადეჟა სავჩენკო უკრაინის პარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი. მისი განთავისუფლების მოთხოვნას მსოფლიოს მასშტაბით ასეულმა პოლიტიკოსი, მწერალი, მეცნიერი და ხელოვანი შეუერთდა.

XS
SM
MD
LG