Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ესტუმრა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ბრიდლავი


საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი. დღეს იმართება ოფიციალური ვახშამი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვებს. ხვალ კი გაიმართება გენერალ ბრიდლავის შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან და გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან. აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი, საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG