Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთმა ათასობით პოლიციელი განათავსა ქალაქ ოშში საპროტესტო აქციის დაწყებამდე


ყირგიზეთში 3000-მდე პოლიციელი განათავსეს სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში ადგილობრივი არჩევნებისა და დაგეგმილი საპროტესტო აქციის მოახლოებასთან დაკავშირებით. ოშის პოლიციის დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენიშ აშირბაევმა ჩვენს რადიოს უთხრა აგრეთვე, რომ ოშის ცენტრში პოლიციელებს მხარში ამოუდგა 2000-მდე მოხალისეც. აშირბაევის განმარტებით, ქალაქში პოლიციელებისა და მოხალისეების ყოფნა ემსახურება უსაფრთხოების უზრუნველყოფას 27 მარტის ადგილობრივი არჩევნების მოახლობასთან დაკავშირებით. 22 მარტს ოპოზიციის 700-მდე მომხრე შეიკრიბა სამხრეთ ყირგიზეთს სხვა ქალაქში, კერბენში, სადაც გააკრიტიკეს მთავრობის „უუნარობა“, მოაგვაროს დაპირისპირება ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვრის სადავო მონაკვეთზე.

XS
SM
MD
LG