Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების წლევანდელ სიაში საქართველო 126-ე ადგილზეა


16 მარტს გამოქვეყნებული მსოფლიო ბედნიერების კვლევის შედეგების მიხედვით, დანია, შვეიცარია, ისლანდია და ნორვეგია მსოფლიოს უბედნიერესი ქვეყნები არიან. ეს კვლევა, რომელიც უკვე მეოთხედ ჩატარდა, ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვას მათ მიერ ბედნიერებისა და კეთილდღეობის სუბიექტური აღქმის შესახებ. წელს მკვლევრებმა გამოკითხვაში პირველად ჩართეს კითხვები საზოგადოებრივი უთანასწორობის შედეგების შესახებ. უბედნიერესი ქვეყნების ათეულში შედიან ფინეთი, კანადა, ნიდერლანდი, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. აშშ სიაში მე-13 ადგილს იკავებს. გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყნები არიან ტოგო, სირია და ბერუნდი. ბოლო ათეულში ასევე შედიან მადაგასკარი, ტანზანია, ლიბია, გვინეა, რუანდა, ბენინი და ავღანეთი. საქართველო ყველაზე ბედნიერი ქვეყნების წლევანდელ სიაში 126-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით მას უსწრებენ მეზობელი ქვეყნები: უკრაინა (123), სომხეთი (112), აზერბაიჯანი (81) და რუსეთი (56).

XS
SM
MD
LG