Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი საჭიროდ მიიჩნევს ნატოსთვის აშშ-ის ხარჯების მკვეთრად შემცირებას


ამერიკელი მულტიმილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად დასახელებისათვის იბრძვის, საჭიროდ მიიჩნევს ნატოსთვის შეერთებული შტატების ხარჯების მკვეთრად შემცირებას. ნამდვილად არა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასე გავაგრძელოთო, განაცხადა ტრამპმა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში. ნატო ძალიან ძვირად გვიჯდება და დიახ, ნატოთი ვიცავთ ევროპას, მაგრამ ძალიან დიდ ფულს ვხარჯავთო, ამბობს ტრამპი. აშშ დიდი ხანია მოუწოდებს ნატოელ მოკავშირეებს ალიანსის დასაფინანსებლად განკუთვნილი ხარჯების გაზრდისაკენ. შარშან შეერთებულ შტატებზე მოდიოდა ნატოს მთელი დაფინანსების 72%. ნატოში აშშ-ის როლის შესუსტებასთან ერთად, ტრამპი საჭიროდ მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

XS
SM
MD
LG