Accessibility links

logo-print

აშშ-ის საგარეო უწყება გამოთქვამს გაფრთხილებას მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ევროპაში მოსალოდნელია ახალი თავდასხმები. „სხვადასხვა დაჯგუფებები სამომავლოდაც გეგმავენ თავდასხმებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ძირითადი სამიზნე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპორტული ღონისძიებები და ტურისტული ზონებია“, – განაცხადა ვაშინგტონის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საგანგებოდ მოწყობილ ბრიფინგზე. პარალელურად, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში დამატებით არის მობილიზებული ასობით სამართალდამცველი. უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა ევროპის ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა: „ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა მივაღწიოთ უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეს და მე სრულად ვიზიარებ ჩვენი ხალხის გრძნობებს. ვფიქრობ, უნდა მივცეთ საშუალება, გამოხატონ ეს გრძნობები. ამასთანავე, მწუხარების დღეები რომ ჩაივლის, აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. რადგან, რაც ტერორისტებს სურთ, ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაციაა.“

XS
SM
MD
LG