Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები სოლიდარობას უცხადებენ ბელგიას


ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა და ევროკავშირის ცალკეული უწყებების ხელმძღვანელებმა მკაცრად დაგმეს ბრიუსელში მოწყობილი თავდასხმები. ერთობლივ განცხადებაში ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბელგიას და მზადყოფნას გამოთქვამენ, წინააღმდეგობა გაუწიონ ტერორიზმის საფრთხეს. „ეს იყო თავდასხმა ჩვენს ღია, დემოკრატიულ საზოგადოებაზე. ... მაგრამ ამ თავდასხმამ მხოლოდ გააძლიერა ჩვენი სიმტკიცე, დავიცვათ ევროპული ფასეულობები და ტოლერანტობა შეუწყნარებლობის თავდასხმებისგან. ჩვენ ერთად და მტკიცედ ვიქნებით სიძულვილთან, ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან ბრძოლაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში. გუშინ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს ერთ-ერთ სადგურში მოწყობილ სამ აფეთქებას, სხვადასხვა ინფორმაციით, 26-დან 34-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 230-ს აღწევს. თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG