Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში გრძელდება საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდი


დღეს ჟენევაში, საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდის ფარგლებში, გაიმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას, მათ შორის, ეთნიკური ქართველებისთვის შემოღებულ ახალ, დისკრიმინაციულ წესებს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების სავალალო შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. დავით დონდუამ იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებასა და, მთლიანად, ჟენევის მოლაპარაკებების დინამიკაზე.

XS
SM
MD
LG