Accessibility links

logo-print

სირიის სამთავრობო ჯარმა პალმირასთან უკან დაახევინა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს


სირიელ აქტივისტთა მტკიცებით, სამთავრობო ჯარმა და მათმა მოკავშირეებმა უკან დაახევინეს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს და ისტორიულ ქალაქ პალმირის მისადგომებს მიაღწიეს. როგორც ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია იუწყება, 23 მარტს, ცხარე შეტაკებების შემდეგ სამთავრობო ჯარმა, რომელსაც ჰაერიდან ეხმარებოდა სირიისა და რუსეთის ავიაცია, დაიკავა პალმირასთან მდებარე ბორცვის დიდი ნაწილი. „ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირა 2015 წლის მაისში აიღო და გაანადგურა იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი არაერთი მონუმენტი.

XS
SM
MD
LG