Accessibility links

logo-print

ლავროვმა უკრაინას უუნარობაში დასდო ბრალი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინას ბრალი დასდო მინსკის საზავო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უუნარობაში. ლავროვმა, რომელიც დღეს მოსკოვში შეხვდა თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის გაჭიანურების მთავარი მიზეზი კიევის უმოქმედობაა. მინსკის შეთანხმება 2015 წლის თებერვალში გაფორმდა და მიზნად ისახავდა ბრძოლის შეწყვეტას უკრაინის სამთავრობო ჯარსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის; თუმცა ცალკეული შეტაკებების აღკვეთა ვერ მოხერხდა. შტაინმაიერმა ორივე მხარეს მოუწოდა, შეასრულონ შეთანხმების პირობები. ამასთანავე, მან იმედი გამოთქვა, რომ მოხერხდება ჰუმანიტარული გამოსავლის გამოძებნა სამხედრო მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს საკითხში. სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG