Accessibility links

logo-print

გენერალი ბრიდლავი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ


აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპაში განთავსებული ჯარების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა თბილისში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამ საკითხზე მან ისაუბრა თბილისში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც გაეცნო ვითარებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა ადმინისტრაციული საზღვარი გენერალური შტაბის უფროსთან და შეერთებული შტატების ელჩთან ერთად და მომსწრე გავხდი იმისა, თუ როგორ უკანონოდ არის გაყოფილი ქართველი ხალხი. თქვენმა მამაცმა ქვეყანამ უშუალოდ საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის მიზანი გააძლიეროს თავის დამანგრეველი ზეგავლენა თავის საზღვრებს მიღმა“. ბრიდლავმა, რომელიც ნატოს ევროპაში მოქმედი ძალების სარდალიცაა,უკვე დაასრულა ორდღიანი ვიზიტი საქართველოში. 23 მარტს ის შეხვდა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვახტანგ კაპანაძეს. წინა დღეს კი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელი გენერალი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა - საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და თვადაცვის სფეროში აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

XS
SM
MD
LG