Accessibility links

logo-print

ბელგიაში დაადგინეს აფეთქებების მომწყობი ორი პირის ვინაობა


ბელგიაში დაადგინეს ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებების მომწყობი თვითმკვლელი თავდამსხმელების ვინაობა. ესენი არიან ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ბაქრაუიები. პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ორი ეჭვმიტანილის ვინაობის დასადგენად. 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს ერთ-ერთ სადგურში მოწყობილ სამ აფეთქებას, სულ ცოტა, 31 კაცი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 270-ს აღწევს. თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბელგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, გამკაცრებულ იქნა უსაფრთხოების ზომები, აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა: „ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა მივაღწიოთ უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეს და მე სრულად ვიზიარებ ჩვენი ხალხის გრძნობებს. ვფიქრობ, უნდა მივცეთ საშუალება, გამოხატონ ეს გრძნობები. ამასთანავე, მწუხარების დღეები რომ ჩაივლის, აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. რადგან, რაც ტერორისტებს სურთ, ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაციაა.“ ბრიუსელში თავდასხმები მოეწყო ოთხ დღეში მას შემდეგ, რაც ასევე ბრიუსელში 18 მარტს დააპატიმრეს სალაჰ აბდესლამი - პარიზში შარშანდელი თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი. ცნობების თანახმად, ძმებ ბაქრაუიებს კავშირი ჰქონდათ აბდესლამთან.

XS
SM
MD
LG