Accessibility links

logo-print

ჯონ კერი მოსკოვს ეწვია სირიასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ორდღიანი ვიზიტით ეწვია მოსკოვს, სადაც გამართავს შეხვედრებს სირიასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ. 24 მარტს ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. ცნობების თანახმად, კერი შეეცდება გაარკვიოს, მზად არის თუ არა რუსეთის ხელისუფლება, განიხილოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადაყენების საკითხი. უკრაინასთან დაკავშირებით მოსალოდნელია, რომ კერი მოსკოვს მოუწოდებს, მეტი ზეწოლა მოახდინოს აღმოსავლეთ ურკიანაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებზე, რათა მათ ზავი დაიცვან. ამას გარდა, კერი, სავარაუდოდ, წამოჭრის უკრაინელი სამხედრო მფრინავის, რუსეთში დაპატიმრებული ნადია სავჩენკოს საკითხს. ვაშინგტონი უკვე არაერთხელ გამოვიდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით. ამ კვირაში სავჩენკოს 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ორი რუსი ჟურნალისტი მკვლელობაში მონაწილეობის ბრაალდებით.

XS
SM
MD
LG