Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: ბრიუსელის თავდასხმების ერთ-ერთი მონაწილე თურქეთიდან იყო დეპორტირებული


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც ბრიუსელის თავდასხმებში მონაწილეობდა, შარშან ივნისში თურქეთში დააკავეს, რის შემდეგაც მისი დაპორტაცია მოხდა. ერდოანმა 23 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დაკავებული პირი ნიდერლანდს გადასცეს და ბელგიაც გააფრთხილეს, რომ საქმე ექსტრემისტს ეხებოდა. „მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, რომ ეს პირი უცხოელი ტერორისტი მებძროლი იყო, ბელგიამ ვერ შეძლო ტერორიზმთან მისი კავშირის დადგენა“, - ამბობს ერდოანი. მას არ დაუსახელებია თავდამსხმელის ვინაობა, მაგრამ ერდოანის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, საუბარია იბრაჰიმ ელ-ბაქრაუიზე.

XS
SM
MD
LG