Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მორიგი ქართული ქვედანაყოფები გაემგზავრნენ


საქართველოში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, მორიგი სამხედრო ქვედანაყოფების ავღანეთში გამგზავრების ცერემონია გაიმართა. ავღანეთში შვიდი თვით მიემგზავრებიან მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი, ასევე მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი და გვარდიის ოცეული. პირველი ქვედანაყოფი - ქაბულში იმსახურებს, მეორე კი ბაგრამის საავიაციო ბაზას დაიცავს. ქვედანაყოფების გაცილების ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელმაც ქართველ ჯარისკაცებს „ქართული სახელმწიფოს სახე და ღირსება“ უწოდა. ქართული სამხედრო მისია ავღანეთში 2009 წლის ნოემბრიდან, უწყვეტად მიმდინარეობს. სამხედრო ამოცანის შესრულების დროს საქართველომ 30 ჯარისკაცი დაკარგა. საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი რიცხოვნებით აშშ-ის შემდეგ ავღანეთში მეორე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG