Accessibility links

ჯონ კერი და სერგეი ლავროვი მოსკოვში ერთმანეთს ხვდებიან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სირიისა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტების გადაჭრის თაობაზე მოსკოვში მართავენ მოლაპარაკებებს. შეხვედრის დაწყებამდე ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ „მყიფე ზავის“ მიუხედავად სირიაში შეიმჩნევა „გარკვეული პროგრესი“. თუმცა, ვაშინგტონს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო მეტად შემცირდეს და ხოლო ჰუმანიტარულმა დახმარებებმა - მოიმატოს. ლავროვმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე შეეცდება გაარკვიოს, თუ რამდენად „შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება უკრაინის კრიზისის გადაჭრაში.“ ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსკოვში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

XS
SM
MD
LG