Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამხედროების გაცილების ცერემონია გაიმართა ვაზიანის ბაზაზე


ავღანეთში ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონია გაიმართა ვაზიანის ბაზაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში მიემგზავრებიან შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეული და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული გვარდიის ოცეულები. მათი გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

XS
SM
MD
LG