Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში აღდგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გალში აღდგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობა; შეთანხმებას 23 მარტს, ჟენევაში მიაღწიეს საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდის მონაწილეებმა. თავის დროზე ეს შეხვედრები შეწყდა აფხაზური მხარის პროტესტის გამო, რაც სოხუმის გნცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებელთა მიკერძოებულმა გამოთქმებმა გამოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ გალში ამ მექანიზმის აღდგენა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვასაც.

XS
SM
MD
LG