Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პარიზის აფეთქებებში მონაწილეობდა


გასული წლის ნოემბერში პარიზში მოწყობილ აფეთქებებში მონაწილე ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, იმ ორ თვითმკვლელ მოიერიშეს შორის აღმოჩნდა, ვინც 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში მოაწყვეს ტერაქტები. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტები ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთი და იმავე ჯგუფის ნახელავია. ამ ეჭვმიტანილის, ნაჯიმ ლააკრაუის დე-ენ-ემ-ის ანალიზი დაემთხვა ბრიუსელის აეროპორტის დროს დაღუპული ერთ-ერთი თვითმკვლელის მონაცემებს. მაროკოში დაბადებული 24 წლის ბელგიელი წინასწარი ინფორმაციით, ამზადებდა ასაფეთქებელ ქამრებს, რომლებითაც მოიერიშეებმა შარშან პარიზში განხორციელეს ტერაქტები და დახოცეს 130 კაცი.

XS
SM
MD
LG