Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმია „ისლამური სახელმწიფოსაგან“ მოსულის განთავისუფლებას ცდილობს


ერაყის სამხედრო უწყების ცნობით, ქვეყნის არმიამ დაიწყო ფართო მასშტაბის შეტევითი ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულის განთავისუფლებას და მასზე კონტროლის აღდგენას. არმიის სპეციალური წარმომადგენლის, გენერალ იაჰია რასულის თქმით, ოპერაცია, რომლის კოდური სახელწოდებაა „ალ ფატა“ („გამარჯვება“), - 24 მარტს გამთენიისას დაიწყო და ერაყელმა სამხედროებმა შუადღისთვის უკვე შეძლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტის განთავისუფლება. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ექსტრემისტებმა 2014 წლის ივნისში დაიპყრეს. ქალაქის განთავისუფლების ოპერაციაში ერაყის არმიას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG