Accessibility links

ჯონ კერიმ „პროდუქტიული“ უწოდა შეხვედრას სერგეი ლავროვთან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „პროდუქტიული“ უწოდა სირიისა და უკრაინის კონფლიქტების თაობაზე გამართულ შეხვედრას რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან, რომელსაც კერიმ „მნიშვნელოვანი პარტნიორი“ უწოდა. შეხვედრის დაწყებამდე ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ „მყიფე ზავის“ მიუხედავად სირიაში შეიმჩნევა „გარკვეული პროგრესი“. თუმცა, ვაშინგტონს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო მეტად შემცირდეს და ხოლო ჰუმანიტარულმა დახმარებებმა - მოიმატოს. ლავროვმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე შეეცდება გაარკვიოს, თუ რამდენად „შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება უკრაინის კრიზისის გადაჭრაში.“ ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსკოვში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრაზე ჯონ კერი მოსინჯავს ნიადაგს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის მზად რუსეთის ლიდერი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებიდან წასვლის თაობაზე მსჯელობისათვის.

XS
SM
MD
LG