Accessibility links

ტრიბუნალის მოსამართლემ რადოვან კარაჯიჩის განაჩენის გამოცხადება დაიწყო


გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის მოსამართლემ დღის მეორე ნახევარში დაიწყო განაჩენის კითხვა ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის რადოვან კარაჟიჩის საქმეზე. მას ბრალი ედება 1990-იანი წლის ბოსნიის ომის დროს ჩადენილ რამდენიმე გენოციდსა და მრავალ სამხედრო დანაშაულში და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ელოდება. 70 წლის კარაჯიჩს, რომელიც თვითონ იცავს თავს, 11 ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორს სრებრენიცის გენოციდი 1995 წელს. თავის დასაცავ, წერილობით განცხადებაში, კარაჯიჩი თვლის, რომ ის არ უნდა დაისაჯოს. თუმცა მორალურ პასუხიმგებლობას, როგორც ბოსნიელი სერბების ლიდერი ომის პერიოდში, აღიარებს.

XS
SM
MD
LG