Accessibility links

logo-print

პუტინი იმედოვნებს, რომ მოსკოვში კერის ვიზიტი ხელს შეუწყობს ურთიერთობის გამოსწორებას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ მოსკოვში აშშ-ის სახეელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი ხელს შეუწყობს სირიისა და უკრაინის საკითხებში ამერიკა-რუსეთს შორის უთანხმოების მოგვარებას. პუტინმა 24 მარტს მოსკოვში, კერისთან შეხვედრის დაწყებამდე გამოთქვა შეფასება, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობამ ხელი შეუწყო სირიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად გარკვეული წარმატების მიღწევას. ხოლო კერის თქმით, სირიის შესახებ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე შეერთებული შტატები მოელის წინსვლას და „ძალიან სერიოზული და რთული მუშაობის დაწყებას“ სირიაში პოლიტიკური გარდაქმნის საკითხზე.

XS
SM
MD
LG