Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი პირი თანახმაა ბელგიიდან საფრანგეთში ექსტრადირებაზე


პარიზში შარშანდელი ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირის, სალაჰ აბდესლამის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი არ აპირებს, წინააღმდეგობა გაუწიოს ბელგიიდან საფრანგეთში ექსტრადირებას. ადვოკატმა 24 მარტს გამოაცხადა, რომ აბდესლამის სურვილია, რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საფრანგეთში და იქ მისცეს ჩვენება. აბდესლამი სახელდება მთავარ ეჭვმიტანილად პარიზში შარშან ნოემბერში მოწყობილ თავდასხმებთან მიმართებით. ძალადობამ 130 ადამიანი შეიწირა. აბდესლამის ადვოკატის თქმით, მისმა კლიენტმა წინასწარ არაფერი იცოდა აფეთქებებზე, რომლებიც თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა ბრიუსელში მოაწყეს 22 მარტს - სულ ოთხ დღეში მას შემდეგ, რაც აბდესლამი იქნა დაპატიმრებული ბრიუსელშივე პოლიციის რეიდის დროს. ბრიუსელის აეროპორტში და მეტროში მოწყობილი აფეთქებები, რომელთა შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, უკავშირდება პარიზში ტერაქტების მომწყობ ქსელს.

XS
SM
MD
LG