Accessibility links

logo-print

„ეს შენ გეხება“ უფრო ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს


კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან. მათ მოითხოვეს, უფრო ეფექტიანად წარიმართოს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიება. სამოქალაქო კამპანიის მონაწილეები მოითხოვენ, აგრეთვე, რომ გამოძიების პროცესში ჩაერთონ უცხოელი სპეციალისტები და დადგინდეს, ვინ და ვისი დაკვეთით გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერები. მარტის შუა რიცხვებში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ორი ფარული ვიდეოჩანაწერი და მუქარა რამდენიმე პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის მიმართ.

XS
SM
MD
LG